პარასკევს 3 აპრილს საქართველოს ჩემპიონატის 22- ე ტურში დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და 17.00 საათზე დაიწყება.
3 აპრილს თავის ისტორიაში დინამომ 7 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. 3 შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. 3 დაპირისპირებაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა და ერთხელაც მეტოქემ გვაჯობა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 7/3 დინამოს სასარგებლოდ.
1980 წელს დინამო თბილისი მინსკელ თანაკლუბელებს შეხვდა და უგოლოდ დაცილდა. 1987 წელს იგივე ანგარიში- 0:0 დაფიქსირდა ლენინგრადის ზენიტთან შეხვედრაში.
1995 წელს სამტრედიამ დაამარცხა ჩვენი გუნდი 1:0. სამი წლის შემდეგ მტკვრისპირელებმა რიონისპირელებს სამი უპასუხო ბურთით მოუგეს. ტორპედოს კარში გოლები ლევან ხომერიკმა, დავით მუჯირმა და რატი ალექსიძემ გაიტანეს. მომდევნო სეზონში დინამომ ფოთის კოლხეთს მიხეილ აშვეთიას გოლით 1:0 მოუგო. 2004 წელს თბილისური დერბი დინამოსა და თბილისს შორის ფრედ 2:2 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან თავის გამოჩენა გიორგი ნემსაძემ და ლადო ახალაიამ მოახერხეს. 2010 წელს დედაქალაქელები გაგრას შეხვდნენ. შეხვედრაში, რომელიც დინამომ 1:0 მოიგო, გოლი გურამ კაშიამ გაიტანა.