• Geo
  • Eng
22.12.2014
დინამო რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობა

დინამო თბილისი რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობა. გუნდთან კონტრაქტის ვადა ამოეწურათ- ომარ მიგინეიშვილს, ზურაბ ხიზანიშვილს და ირაკლი ძარიას. კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს გუნდი- დავით საჯაიამ, გიორგი მჭედლიშვილმა და ნიკოლოზ საბანაძემ. საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს საფეხბურთო კარიერაში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024