დღევანდელი მატჩის შესვენებისას დინამომ ფეხბურთიდან ჩვენი გუნდის ყოფილი კაპიტანი და ცენტრალური მცველი- გივი კვარაცხელია გააცილა. გივიმ ცოტა ხნის წინ დაასრულა აქტიური საფეხბურთო კარიერა. იგი წლების მანძილზე იცავდა დედაქალაქური გუნდის ღირსებას. ჩვენი კლუბის დირექტორმა- ნიკა ჯღარკავამ დინამოსთვის გაწეული ღვაწლისთვის სიმბოლური 130 ნომრიანი (დინამოში ჩატარებული მატჩები) სათამაშო ფორმა გადასცა.