• Geo
  • Eng
03.04.2015
დინამომ პირველი ადგილი დაიბრუნა

დღეს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის 22- ე ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა გორის დილას უმასპინძლა და ფრედ 2:2 დასცილდა.

საინტერესო და დაძაბული მატჩი თავიდანვე ურთიერთ შეტევებით დაიწყო. სათამაშო უპირატესობას კახა გოგიჩაიშვილის გუნდი დაეუფლა, მაგრამ მეტოქეც სახიფათოდ თამაშობდა. მე- 11 წუთზე შეტევის მარჯვენა ფრთიდან სლავკო მარიჩმა ჩააწოდა საჯარიმოში. თენგიზ წიქარიძემ შეუცვალა მიმართულება ბურთს, რომელიც გიორგი გველესიანს შეეხო და ისე აღმოჩნდა დინამოს კარში. ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ გაიხსნა 0:1. მე- 19 წუთზე დინამოელთა სწრაფი შეტევა საპასუხო გოლით დასრულდა. სტეფან ბუკორაცმა მარჯვენა ფრთაზე ბურთი ჯაბა ჯიღაურს გადააწოდა, რომელმაც საჯარიმოში შეირბინა და დასარტყმელად ვახო ჭანტურიშვილს დაუგორა. ამ უკანასკნელმა ზუსტი და ტექნიკური დარტყმით სტატუს ქვო აღადგინა 1:1. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს. 66- ე წუთზე მათე ცინცაძემ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი კი სტუმართა კარის ძელმა მოიგერია. სამ წუთში ცინცაძემ ზუსტი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჭანტურიშვილი, რომელმაც დაასწრო გიორგი სომხიშვილს და მის კარში მეორე გოლი გაიტანა. დინამო წინ გავიდა 2:1. მატჩის 81- ე წუთზე დინამოელთა საჯარიმოში არსებული არეულობით კარგად ისარგებლა შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ერისთავმა, საყაიმო და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში- 2:2დააფიქსირა.

თბილისელებმა 43 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნეს.

დინამო 2:2 დილა

გოლი: 0:1 გველესიანი (ა.გ.) 11’  1:1 ჭანტურიშვილი 19’  2:1 ჭანტურიშვილი 69’  2:2 ერისთავი 81’

გაფრთხილება: ხურცილავა 36’  რენე 42’  მოდებაძე 42’  პაპუნაშვილი 78’  კაკაბაძე 87’

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, რენე, თოთაძე, ცინცაძე, პაპუნაშვილი (შერგელაშვილი 87), ბუკორაცი (პარუნაშვილი 62), ჩირგაძე, ჯიღაური (კიტეიშვილი 55), ჭანტურიშვილი

დილა: სომხიშვილი, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, მარიჩი, ფალავანდიშვილი, სეთურიძე (ერისთავი 77), გვალია, წიქარიძე (ახალკაცი 70), გორელიშვილი (კვეკვესკირი 87), მოდებაძე

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024