• Geo
  • Eng
25.12.2014
ჩისკო და პაპუნაშვილი 2014 წლის საუკეთესოებში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2014 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. ჩატარდა გამოკითხვა საუკეთესო ფეხბურთელების გამოსავლენად, რომელშიც საქართველოს ეროვნული პირველობის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარ მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ. ასევე გამოკითხვაში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმაც მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აწ უკვე ყოფილი დინამოელი- ჩისკო მუნიოსი დასახელდა. პრიზი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავასგან დინამოს გენერალურმა დირექტორმა ლევან ზუხბაიამ ჩაიბარა.გათამაშების საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება თბილისელთა შემტევმა- გიორგი პაპუნაშვილმა მიიღო. გამარჯვებულს პრიზი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძემ გადასცა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024