• Geo
  • Eng
20.05.2023
დინამო 4-4 შუქურა

დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ ქობულეთის შუქურას უმასპინძლა.

 

მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ 6 წუთში ორჯერ აიღეს სტუმართა კარი. პირველ შემთხვევაში თავი იმრანულად ომარმა გამოიჩინა, ხოლო მეორე გოლი დამატებაზე ალექსანდრე კალანდაძემ გაიტანა. მატჩის მე-11 წუთზე ლუკა კუტალაძემ ცოტნე ფაცაციას ძლიერად დარტყმული კუთხურზე მოიგერია. ქობულეთელებმა მატჩის მე-14 წუთზე ერთი გოლი გაქვითეს. დამატებაზე ზუსტად მიშიკო სარდალიშვილმა ითამაშა 2-1. მატჩის 28-ე წუთზე შუქურამ წონასწორობა აღადგინა 2-2. გოლი დავით მუჯირის ანგარიშზეა. გაშვებული გოლის შემდეგ თბილისელებს ორჯერ მარტებდატ გატანა, თუმცა პირველ შემთხვევაში უსმანე კამარას დარტყმული მეკარემ მოიგერია, ხოლო მეორე ჯერზე გიორგი მოისწრაფიშვილის მიერ კარის ხაზთან დაგდებულ ბურთს ლუკა ლაკვეხელიანმა ვერ მიასწრო. შეხვედრის 38-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა კიდევ ერთხელ აიღო თბილისელთა კარი და შუქურა დაწინაურდა. ტაიმის ბოლოს იმრანს შეეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა, მისი დარტყმული სულ მცირედით აცდა კარს.

 

დინამომ მეორე ტაიმი ოთხმაგი ცვლილებით განაახლა. ფრანსის ნზაბას, იმრან ულად ომარის, ლუკა ლაკვეხელიანის და ალექსანდრე კალანდაძის ნაცვლად მოედანზე შევიდნენ ჯიმი ტაბიძე, ზორან მარუშიჩი, გიორგი მაისურაძე და დავით კობოური. დედაქალაქელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს, შორეული და ზუსტი დარტყმით გოლი გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა 3-3. მატჩის მე-80 წუთზე ვაგნერ გონსალვეშის დარტყმულის შემდეგ რიკოშეტი და ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა კარს. სამიოდე წუთში დედაქალაქელთა წნეხმა საბოლოო შედეგი გამოიღო. საჯარიმო დარტყმით ვაგნერ გონსალვეშმა დინამო დააწინაურა 4-3. საპასუხოდ დავით მუჯირის თავური და ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა 4-4 და მატჩიც მალევე დასრულდა.

 

მომდევნო მატჩს დინამოელები 24 მაისს სამტრედიაში, ქუთაისის ტორპედოსთან გამართავენ.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024