• Geo
  • Eng
06.04.2015
მზადება თასის ნახევარფინალისთვის

დღეს კახა გოგიჩაიშვილმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართა. დედაქალაქელები ხვალ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩს ჩაატარებენ. დინამოს მეტოქე საფეხბურთო კლუბი ცხინვალი იქნება. ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ორივე გუნდიდან ორ-ორი ფეხბურთელი დააკლდება. დაპირისპირებას ლაშა თოთაძე და სეტეფან ბუკორაცი დინამოდან, ცხინვალიდან კი დავით იმედაშვილი და ნიკა კაჭარავა გამოტოვებენ. დინამო TV დღევანდელი ვარჯიშის ვიდეო სიუჟეტს წარმოგიდგენთ.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024