საქართველოს ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის პარალელურად პირველი წრე დაასრულა დუბლშემადგენლობათა გათამაშებამაც. დინამოს სარეზერვო და საკმაოდ გაახალგაზრდავებულმა გუნდმა ტურნირის პირველ ეტაპზე 28 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა. 9 მოგება, 1 ფრე და 5 მარცხი. თბილისელებმა 31 გოლი გაიტანეს და 21 ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. განვლილ ეტაპზე, ცვლილებებზე და სიახლეებზე დინამოს დუბლების მთავარი მწვრთნელი- თამაზ სამხარაძე გვესაუბრება. დინამო TV გთავაზობთ ვიდეო სიუჟეტს.