დღეს დინამოელები - ლაშა პარუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, სტეფან ბუკორაცი და მანუელ ონვუ თბილისში ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრნენ. ფეხბურთელებმა მოსწავლეებთან ერთად მინი ტურნირში დინამოს თასი გაათამაშეს. მოსწავლეებს საჩუქრად დინამოს ატრიბუტიკა, ხელმოწერილი მოთამაშის ბარათები, კლუბის ჟურნალები და გამარჯვებულ გუნდს დინამოს თასი გადაეცა.