დღეს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს პირველობის 23- ე ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისი მერანს დაუპირისპირდა.
მთელი მატჩი წვიმის თანხლებით წარიმართა. დინამოელებმა თავიდანვე აქტიურად შეუტიეს და მე- 15 წუთზე გიორგი პაპუნაშვილის შორეულ დარტყმას გოლი მოჰყვა მასპინძელთა კარში 0:1. შეხვედრა აქტიურად გაგრძელდა და ოთხ წუთში მერანის ფეხბურთელებმა მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. გოლი დავით ციცხვაიამ გაიტანა 1:1. დინამომ მოუმატა შეტევებს. 34- ე წუთზე ლაშა თოთაძემ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი გიორგი ბეგაშვილმა კუთხურზე მოიგერია. ოთხ წუთში გიორგი ჩირგაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა მეკარემ ამჯერადაც კარგად ითამაშა. 43- ე წუთზე ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებულს ვახო ჭანტურიშვილმა დაახვედრა თავი. ბურთი ოდნავ ასცდა მერანის კარს. მეორე ტაიმი დედაქალაქელებმა აქტიურად დაიწყეს. 55- ე წუთზე ვახო ჭანტურიშვილს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ერთი-ერთზე გასულმა მეკარეს ვერ აჯობა. 69- ე წუთზე გიორგი ჯანელიძის პასის მერე ბურთს პაპუნაშვილი არტყავდა ძლიერად, მაგრამ ბურთი კარს ზემოდან გადასცდა. მატჩის 76- ე წუთზე მანუელ ონვუ გზავნიდა ბურთს ერთი შეხებით მერანის კარისკენ. მისი ძლიერი დარტყმული მეკარემ მოიგერია. ათ წუთში ბეგაშვილმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა მასპინძელთა კარი, როცა მანუელის მიერ თავით დარტყმული ბურთი მოიგერია. საბოლოოდ დინამოს დიდი უპირატესობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
მერანი 1:1 დინამო
გოლი: 0:1 პაპუნაშვილი 15’ 1:1 ციცხვაია 19’
გაფრთხილება: ჭანტურიშვილი 45’ ფონიავა 58’ ლომაშვილი 65’
მერანი: ბეგაშვილი, მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, კიკნაველიძე, ფონიავა, ჯღამაია (წყაროზია 56), შულაია, გეგეჭკორი, ფიფია (წურწუმია 87), დ. ციცხვაია (ლომია 65)
დინამო: დაუშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, თოთაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ვოლკოვი 77), ჭანტურიშვილი (ჯანელიძე 67), ჩირგაძე (მანუელი 58)
მსაჯი: ლ. სილაგავა