სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 964 965 966 967 968 969 970 971 972 ... 1666 Next 10 ივლისი2015 მარცხი გაბალასთან გაბალას ცენტრალურ სტადიონზე უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი შედგა. ადგილობრივმა გაბალამ დინამო თბილისს უმასპინძლა. პირველი მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ 2:1 აჯობა გაბალას, მასპინძლებს მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს 9 ივლისი2015 გაბალა vs დინამო - LIVE დღეს ჩვენი გუნდი უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას აზერბაიჯანში გაბალასთან გამართავს. მატჩი გაბალას ცენტრალურ სტადიონზე შედგება. 20:00 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მატჩის პირდაპირ ეთერს გთავაზობთ. ასევე ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი შეხვედრის პირდაპირ და ტექსტურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. 8 ივლისი2015 დინამო საპასუხო მატჩისთვის ემზადება გაბალას სტადიონზე გამართული პრესკონფერენციის შემდეგ გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები სავარჯიშოდ მოედანზე გაიყვანა. მოთელვა, კვადრატი, კარში დარტყმები... ფეხბურთელები (ოთარ კაკაბაძე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, ხოლო გიორგი გველესიანი წითელი ბარათის მიზეზით გამოტოვებს შეხვედრას) ჯანმრთელად არიან და მატჩის წინ ყველა მწყობრშია 8 ივლისი2015 გაბალა vs დინამო - მატჩისწინა პრესკონფერენცია დღეს დინამოელები თბილისი-გაბალას რეისით აზერბაიჯანულ ქალაქ გაბალაში ჩაფრინდნენ. გუნდი Qafqaz Karvansaray Hotel- ში დაბინავდა. საღამოს გაბალას ცენტრალურ სტადიონზე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, რის შემდეგაც თბილისელებმა სტადიონზე ვარჯიში გამართეს 8 ივლისი2015 ჯაბა ჯიღაური იუბილარია ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი- ჯაბა ჯიღაური იუბილარია. დღეს იგი 23 წლის გახდა. დინამოელები ვულოცავთ ჯაბას დაბადების დღეს. დინამოს წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას.