საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის შემადგენლობაში ცვლილებებია. კლუბსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დინამო დატოვეს ლევან ხმალაძემ, გიორგი შაშიაშვილმა და ირაკლი ლექვთაძემ. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს.
კლუბმა ასევე ტრანსფერზე დააყენა შემდეგი ფეხბურთელები: გიორგი მერებაშვილი, გიორგი სეთურიძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, გივი კვარაცხელია, ომარ მიგინეიშვილი, გიორგი მიქაბერიძე და დავით ხოჭოლავა.