• Geo
  • Eng
19.05.2023
დინამო 2-მა ფოთის კოლხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მე-14 ტურის მატჩები ჩატარდა. დინამოს მეორე შემადგენლობამ ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და შეიძლება ითქვას, რომ პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის სრული რევანშიც აიღო.

 

მატჩი პირველივე წუთებიდან - ბოლომდე დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა დინამოელებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ, თუმცა რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. ასევე ტაიმის 29-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყა გააცუდა. მასვე შეეძლო ცოტახანში გატანა, თუმცა ბურთი ოდნავ გადააცილა კარს. სბოლოოდ ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე გიხსნა. ერთი თვის წინ დასრულებული დარასელიას თასის საუკეთესო ფეხბურთელმა - ალექსანდრე ფეიქრიშვილმა საჯარიმოს ხაზთან ზუსტად შეაფასა სიტუაცია და მიზანში გაისროლა 1-0. დინამოელებმა თავისი უპირატესობა მეორე გოლში 61-ე წუთზე ასახეს. თორნიკე მორჩილაძის ჩაწოდებული ბურთი ზუსტი თავურით საბა ხვადაგიანმა გადაგზავნა იაროსლავ კოტლიაროვის კარში. 75-ე წუთზე კი თემურ გოგნაძემ უძლიერესი დარტყმით ბურთი ცხრიანში გაგზავნა და საფინალო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 მაისს, თბილისის მერანთან ჩაატარებს. მატჩი ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში 16.30 დაიწყება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024