დინამო თბილისმა ფუტსალის ლიგა 3-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კახა მაისაიას გუნდმა რეგულარული სეზონის დაუმარცხებლად დასრულების შემდეგ, პლეი-ოფში ასპარეზობაც ანალოგიურად განაგრძო და ფინალური სერია სამი მოგებით დახურა.
დინამოელთა მეტოქე ფინალურ ეტაპზე რეგულარული სეზონის მეორე ადგილოსანი - სეუ გახლდათ. ლურჯ-თეთრებმა მეტოქე სამივე შეხვედრაში (4:4 (დ.დ 1:1 / პენ. 4:1); 8:3 და 7:3) დაამარცხეს და ფუტსალის ლიგა 2-ში თამაშის უფლება ჩემპიონის რანგში მოიპოვეს.
გუნდურ წარმატებასთან ერთად, დინამოელებმა ინდივიდუალური პრიზებიც მიიღეს:
ფუტსალის ლიგა 3-ის საუკეთესო მოთამაშე და მეპასე ცოტნე მესხი (18 საგოლე გადაცემა) გახდა
საუკეთესო მეკარედ გიორგი ცხვედიანი დასახელდა
ტურნირის ბომბარდირი კი - ლაშა-გიორგი ობოლაძეა (30 გოლი).
2023-24 წლების სეზონში დინამო თბილისი ფუტსალის ლიგა 2-ში იასპარეზებს, გათამაშება სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბერში აიღებს სტარტს.