• Geo
  • Eng
28.04.2015
დინამო თასის ფინალშია

დღეს დინამო თბილისმა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალის საგზური მოიპოვა. მატჩი საფეხბურთო კლუბ ცხინვალთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. თბილისელებმა პირველი შეხვედრა ორბურთიანი უპირატესობით დაასრულეს და შესაბამისად ფინალშიც გავიდნენ.

ნახევარფინალი გარდამავალი უპირატესობით და ხისტად წარიმართა. 38- ე წუთზე გიორგი ივანიშვილმა გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი. მანამდე მანუელს და ჯიღაურს მართებდათ გატანა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობეს. მეორე ნახევარში დინამომ უფრო შეუტია, იგივე მანუელს, ოთარ კიტეიშვილს, საბა ლობჟანიძეს და გიორგი პაპუნაშვილს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება. ერთ ეპიზოდში ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია ირაკლი ლექვთაძის სახიფათო დარტყმული. მატჩში აღარაფერი შეცვლილა და საბოლოოდ დინამო თბილისი საქართველოს თასის ფინალში გავიდა. 26 მაისს გადამწყვეტ შეხვედრას ჩვენი გუნდი სამტრედიის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში ოთხი უპასუხო ბურთით აჯობა საჩხერის ჩიხურას.

ცხინვალი  1:0  დინამო

გოლი: 1:0 ივანიშვილი 38’

გაფრთხილება: შერგელაშვილი 12’  კაჭარავა 25’  რენე 25’  ჰრდლიჩკა 90’

ცხინვალი: ნადირაძე, ლექვთაძე (ცაცკრიალაშვილი 79), მახარობლიძე, თარხნიშვილი, ქარდავა, ბაჩიაშვილი, კილასონია (კაჭკაჭიშვილი 87), ივანიშვილი, ცერცვაძე, მაისაშვილი, კაჭარავა (შინდაგორიძე 71)

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე, თოთაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ბუკორაცი, ჯიღაური (კიტეიშვილი 71), ლობჟანიძე (ჭანტურიშვილი 89), მანუელი (ჩირგაძე 61)

მსაჯი: გ. დოგრაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024