ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი გაიმართება. დინამო თბილისი საფეხბურთო კლუბ ცხინვალს დაუპირისპირდება. დავთ ყიფიანის თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალი ამ გუნდებს შორის დინამო არენაზე ჩატარდა და თბილისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. დინამოელები განაგრძობენ მზადებას ნახევარფინალისთვის. კახა გოგიჩაიშვილმა დიღმის ბაზაზე მორიგი წვრთნა გამართა. დინამო TV ვარჯიშის ვიდეო სიუჟეტს წარმოგიდგენთ.