• Geo
  • Eng
01.02.2015
ნიკა ჭანტურია - ვეცდები რთულ მისიას ღირსეულად გავართვა თავი

დინამოს ახალი კაპიტანი ჰყავს. ჩვენს გუნდს 20 წლის- ნიკა ჭანტურია უკაპიტნებს. ნიკა ჩვენი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია. ნიკას კაპიტნობა მივულოცეთ და თურქული შეკრების შესახებაც ვკითხეთ.

ნიკა ჭანტურია-  პირველ რიგში უდიდესი პატივია, მაგრამ რამდენადაც სასიამოვნოა იმდენად საპასუხისმგებლოა, არ არის ადვილი იყო დინამოს კაპიტანი, მაგრამ ვეცდები ამ რთულ მისიას ღირსეულად გავართვა თავი. მადლობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ხელმძღვანელობას, რომელთაც ასეთი ნდობა გამომიცხადეს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში დინამოს ფანებს, გულშემატკივრებს, ვინც დადებითად მიიღებს გუნდის ამ გადაწყვეტილებას.

ვთვლი შეკრება იდეალურად არის დაგეგმილი, ბევრი საინტერესო ამხანაგური მატჩია, რაც მწვრთნელებს მდგომარეობის შეფასების მეტ შესაძლებლობას მისცემთ, ფეხბურთელებს კი უკეთ შეთამაშების.

შტურმი ამ ფორმაციის დინამოსთვის ფაქტიურად პირველი მეტოქე იყო. ბევრმა ახალმა ფეხბურთელმა ითამაშა. პირველი თამაშის კვალობაზე ბუნებრივია იყო შეცდიომები.  მოსამზადებელი ეტაპიც სწორედ იმისათვის არსებობს, რომ ეს ხარვეზები აღმოვფხვრათ.  ვფიქრობ მთლიანობაში შტურმთან მატჩი დადებითად უნდა შეფასდეს. შეკრებაზე ყველაზე რთული მოწინააღმდეგე პრაღის სპარტაა. ასეთი მაღალი დონის მეტოქესთან გამოჩნდება ჩვენი რეალური ძალა. კარგი სპარინგი იქნება ძალების მოსასინჯად.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024