შეკრებაზე გუშინ გამართული მეოთხე სპარინგის მომდევნო დღეს, დილით გუნდმა ივარჯიშა, სადილის და დასვენების შემდეგ კი თეორიული მეცადინეობის დრო დადგა, რომლის დამთავრების შემდეგაც ფეხბურთელების ნაწილმა სატრენაჟორო დარბაზს მიაშურა. ხვალ მომდევნო ტესტია. თბილისის დროით 19.00 საათზე ჩვენი გუნდი პოლონეთის ექსტრაკლასას წარმომადგენელს- კელცეს კორონას დაუპირისპირდება. ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ: პაპუნაშვილი, ჩირგაძე, შერგელაშვილი და ჯენელიძე.