• Geo
  • Eng
07.02.2015
გიორგი პაპუნაშვილი - აქ ჩვეულ რეჟიმშიც ვარ და ფსიქოლოგიურადაც არ გამიჭირდება დაბრუნება

შეკრების მეცამეტე დღეს დინამოელებმა დილით ივარჯიშეს, შემდეგ კი თავისუფალი დრო ჰქონდათ და ნაწილმა ბელეკიდან ანტალიას მიაშურა. ჩვენი გუნდის ქომაგს მოეხსენება, რომ გიორგი პაპუნაშვილი ტრავმირებულია, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია იგი გუნდთან ერთად იმყოფება.

გიორგი პაპუნაშვილი- პირველ რიგში მეც მინდა კაპიტნობა მივულოცო ნიკას. დარწმუნებული ვარ ღირსეულად უკაპიტნებს ჩვენს გუნდს. უკვე 2 კვირაა რაც ტრავმა მივიღე, როდესაც ვარჯიშზე თითი მოვიტეხე. ძალიან ვარ მოწყურებული ვარჯიშს და თამაშს. ალბათ 12-13 რიცხვიდან მეც შევუერთდები ჩვეულებრივ სავარჯიშო რეჟიმს.  ფიზ-მომზადების მწვრთნელები სპეციფიკურ ვარჯიშებს მაძლევენ და შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით არც მე ვარ ჩამორჩენილი წვრთნას. ის რომ გუნდთან ერთად ვარ ამ შეკრებაზე ძალიან კარგია. აქ ჩვეულ რეჟიმშიც ვარ და ფსიქოლოგიურადაც არ გამიჭირდება დაბრუნება. 10 დღეზე მეტია რაც შეკრებაზე ვართ და მიმაჩნია, რომ ეს ეტაპი პირველ რიგში ჩემპიონატისთვის წაგვადგება. ჩატარებული სპარინგებიდან რათქმაუნდა სპარტასთან შეხვედრას გამოვყოფდი. ახალგაზრდული გუნდი ვართ, გარკვეული დრო და შეთამაშება გვჭირდება. მთავარი აქცენტები შეტევის დინამიურობაზე და ტემპის მომატებაზე კეთდება. ყველა მატჩის ვიდეო ანალიზი მიმდინარეობს და ვფიქრობ ის თამაში რასაც დღეს ვაჩვენებთ  და რა გზაზეც ვდგევართ, იმ შედეგს მოიტანს რასაც ყველა ველით. ბიჭებს ძალიან გვინდა ჩვენი თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ და რაც მთავარია ჩვენი ერთგული გულშემატკივარი გავახაროთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024