• Geo
  • Eng
06.02.2015
გელა ჭანტურია - დინამოს მეკარის პრობლემა არ ექნება

შეკრებაზე დინამოს სტაფის ყველა წევრი თავისი საქმით გახლავთ დაკავებული, ყველა ერთად კი საერთო საქმეს ემსახურება. მეკარეების მომზადებით გელა ჭანტურია და ზურაბ ქვაჩახია არიან დაკავებულნი. ჩვენ ინტერვიუ ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან დინამოელს- გელა ჭანტურიას ვთხოვეთ.

გელა ჭანტურია- გუნდი წინასწარ გაწერილი პროგრამით მუშაობს, მათ შორის ჩვენც- მეკარეების მწვრთნელები. ხელს არაფერი გვიშლის საქმიანი მზადებისთვის. მოგეხსენებათ ახალი მეკარე გვყავს. ლიბორი კარგი, გამოცდილი მეკარეა. თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი და დადებითი პიროვნებაა. პირველივე დღიდან საფეხბურთო ტერმინოლოგიის ქართულად სწავლას შეუდგა და უკვე თამაშის მიმდინარეობის დროს თანაგუნდელებს ქართულად კარნახობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეცდომა კი ყველას მოსდის და მისგან არავინაა დაზღვეული. გარკვეული დროა საჭირო ადაპტაციისთვის, ახალ გუნდთან მორგებისთვის. ნიკა დაუშვილი, 17 წლის გიორგი კულუა ყველანი ძალიან მონდომებულნი არიან, ვარჯიშებზე თავდაუზოგავად მუშაობენ და ბოლომდე იხარჯებიან. ზურაბ ქვაჩახიასთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი მეკარეები სეზონის განახლებას მომზადებულნი შეხვდნენ და ვფიქრობ, რომDდინამოს მეკარის პრობლემა არ ექნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024