• Geo
  • Eng
05.05.2015
დინამოელები 26- ე ტურის სიმბოლურში

სპორტული გამოცემები ლელო  და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის 26- ე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ თბილისური გუნდიდან გიორგი პაპუნაშვილი (7) და ლაშა თოთაძე (3) შეიყვანა. ტურის მწვრთნელად კი კახი გოგიჩაიშვილი (6) დაასახელა.

სამი ფეხბურთელი გამოარჩია დინამოდან გამოცემამ- ჩვენი თამაში. სიმბოლურში მოხვდნენ: გიორგი პაპუნაშვილი (6), ლაშა თოთაძე (3) და მათე ცინცაძე (3).

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024