9 თებერვალს დინამოელები თურქულ შეკრებაზე მეექვსე და ბოლო სპარინგ მატჩს გამართავენ. დინამოელთა მეტოქე უკრაინის პრემიერლიგელი- მარიუპოლის ილჩევეცი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ილიჩევეცი 1960 წელს ჩამოყალიბდა და არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება. 1966 წლამდე გუნდს აზოვსტალი ერქვა, 1971 წლამდე აზოვეცი, შემდეგი სამი სეზონი გუნდი მეტალურგის სახელით გამოდიოდა, 1976 წლამდე კი ლოკომოტივი ერქვა. შემდეგ გუნდი ნოვატორის სახელით გამოდიოდა და ეს სახელი მარიუპოლელებმა 1992 წლამდე შეინარჩუნეს. მომავალი ოთხი წელი ისევ აზოვეცი დაირქვეს, ხოლო 2002 წლამდე კი მეტალურგი. 2002 წლიდან მარიუპოლელები ილიჩევეცის სახელით ასპარეზობენ. გუნდი საშინაო შეხვედრებს 13 000 მაყურებელზე გათვლილ ილიჩევეცის სტადიონზე ატარებს. საკლუბო ფერები კი ლურჯი და წითელია.
დაარსებიდან პირველი 10 წელიწადი მარიუპოლი სსრკ- ს პირველ ლიგაში გამოდიოდა. 1971 წლიდან 1991 წლამდე ჩვენი მომავალი სპარინგ პარტნიორი უკრაინის სსრ- ს ჩემპიონატში ასპარეზობდა. 1992 წლიდან 1995 წლამდე ილიჩევეცი უკრაინის მეორე ლიგაში თამაშობდა. ლუგანსკის დინამოსთან გაერთიანების შემდეგ ილიჩევეცი 1997 წლამდე უკრაინის პირველ ლიგაში თამაშობს. შემდეგი ათი წელი გუნდი უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი წევრია. 2007 წელს მარიუპოლელები გავარდნენ პირველ ლიგაში, მაგრამ მომდევნო სეზონშივე უმაღლესს დაუბრუნდნენ და დღემდე ასპარეზობენ.
ილიჩევეცი ამ ზამთარს უკვე მეორედ ეწვია თურქეთს შეკრების გასავლელად. პირველ ვიზიტზე უკრაინელებმა რამდენიმე ტესტ მატჩიც გამართეს. ბიშკეკის დორდოის 2:1 აჯობეს. 1:0 მოუგეს უზბეკურ ნასაფს. 0:1 მარცხი პოლონურ რუხთან და ფრე 2:2 ჩეხურ ვისოჩინასთან.
დინამო და ილიჩევეცი აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. 2007 წელს შეკრებაზე ილიჩევეცმა სამი უპასუხო ბურთით დაამარცხა დინამო. ორი წლის წინ გუნდები ისევ შეკრებაზე შეხვდნენ ერთმანეთს და ფრედ 2:2 დაცილდნენ.