ქობულეთში დუბლების პირველობის 27- ე ტურის მატჩში ბათუმის დინამოს სარეზერვო სემადგენლობამ დინამო თბილისის დუბლებს უმასპინძლა. შეხვედრა პირველი გუნდების დარად ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. თამაზ სამხარაძის გუნდი 47 ქულით სატურნირო ცხრილის მე- 3 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას გუნდი 14 მაისს დინამოს აკადემიის მოედანზე გამართავს და ზუგდიდის დუბლებს უმასპინძლებს.
დინამო ბთ 0:0 დინამო თბ (დუბლები)
დინამო დუბლები: კულუა, კირკიტაძე, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, ნემსაძე, ვეკუა, ნ. ბაშალეიშვილი, ბუღრიძე, ჩაკვეტაძე, კობახიძე, მიქელთაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ისიანი, გადრანი, ზარია, მ. ბაშალეიშვილი, კობოური