დღეს ქობულეთში საქართველოს ჩემპიონატის 27- ე ტურის შეხვედრა გაიმართა. ჩელე არენაზე დინამო თბილისი დინამო ბათუმს დაუპირისპირდა და უგოლოდ 0:0 დაცილდა მეტოქეს. მატჩი, რომელიც მასპინძელთა საშინაო არენის დისკვალიფიკაციის გამო უმაყურებლოდ ჩატარდა, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბათუმელებსაც და თბილისელებსაც შეექმნათ რამდენიმე საგოლე მომენტი, თუმცა მთელი მატჩის მანძილზე რეალურ საფრთხემდე საქმე არ მისულა. საბოლოოდ, დინამოელთა მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. შემდეგ შეხვედრას დედაქალაქელები 13 მაისს დინამო არენაზე გამართავენ და საფეხბურთო კლუბ ზუგდიდს მიიღებენ.
დინამო ბათუმი 0:0 დინამო თბილისი
გაფრთხილება: თოთაძე 62'
დინამო ბათუმი: მამინაშვილი, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მგელაძე, სუხიაშვილი, გოგიტიძე (ვარშანიძე 84), შონია, თევდორაძე (ჭკუასელი 75), ქავთარაძე, ბერიაშვილი, ტატანაშვილი (აბუსელიძე 89)
დინამო თბილისი: დაუშვილი, ტაბატაძე (კაკაბაძე 31), რენე, თოთაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ჯიღაური (ლობჟანიძე 59), კიტეიშვილი, ჭანტურისვილი, მანუელი (ჩირგაძე 69)
მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი