• Geo
  • Eng
27.12.2013
ლორია საუკეთესოა

გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2013 წლის გამორჩეული ფეხბურთელები გამოავლინა. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის მწვრთნელებმა და კაპიტნებმა მიიღეს.

ეროვნული ჩემპიონატის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დინამო თბილისის მეკარე- გიორგი ლორია დასახელდა. გიორგიმ ასევე მეორე ადგილი დაიკავა 2013 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ნომინაციაში. აღსანიშნავია, რომ ამ გამოკითხვაში საუკეთესო გახდა ყოფილი დინამოელი- გურამ კაშია. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა ნომინაციაში მეორე ადგილზე გავიდა დინამოელი ნახევარმცველი- გიორგი პაპავა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024