• Geo
  • Eng
26.12.2013
მეორე ადგილი სულაქველიძის ტურნირზე

დღეს საბურთალოზე, ბენდელას სტადიონზე თენგიზ სულაქველიძის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს დინამოს აკადემიის U-12 გუნდი და საქართველოს U-13 ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ (აღსანიშნავია, რომ ნაკრებში თამაშობდა 5 დინამოელი ფეხბურთელი). შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა ფინალამდე ანგარიშით 6:0 დაამარცხეს სულაქველიძის აკადემიის გუნდი (გულდედავა 2, დავითაშვილი 2, ჩაჩუა, ხარშილაძე). 0:1 დამარცხდნენ საქართველოს ნაკრებთან და 2:1 აჯობეს ყაზახ თანატოლებს (მაღალდაძე, მოისწრაფიშვილი).

 

ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა- ზუკა დავითაშვილი. საუკეთესო მეკარედ აღიარეს ნაკრების დინამოელი კიპერი- დიმა ბულესკირია, ხოლო გათამაშების ბომბარდირი გახდა ასევე ჯვაროსანთა დინამოელი- თაზო ბაბუნაძე, რომელმაც ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა.

 

გთავაზობთ დინამოელთა შემადგენლობას გადამწყვეტ შეხვედრაში:

დინამო U-12: ხარშილაძე, გაბელაია, მექვაბიშვილი, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, მაღალდაძე, ხარშილაძე, გულდედავა, იაკობიძე, დავითაშვილი, ჩაჩუა

შეცვლაზე შევიდნენ: ჯიჭონაია, მოისწრაფიშვილი და ჩიქოვანი

 

ხვალ 15:00 საათზე ასევე ბენდელას სტადიონზე გაიმართება ბენდელას თასის ფინალი. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს დინამოს აკადემიის U-11 გუნდის პირველი და მეორე შემადგენლობა (მწვრთნელები: ვლადიმერ გოჩაშვილი და რევაზ გვარაკიძე) დაუპირისპირდება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024