• Geo
  • Eng
31.03.2023
ვიტალი დარასელიას თასი 2023

4-9 აპრილის ჩათვლით დინამოს საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მეხუთედ უმასპინძლებს. წელს ვიტალი დარასელიას თასი 16 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 6 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

მოახლოებულ ტურნირზე დინამო თბილისის გარდა იტალიური ჯენოა და მონცა, ესპანური სევილია, თურქული ბაშაქშეჰირი და აზერბაიჯანული ყარაბაღი იასპარეზებენ. მატჩები დინამოს აკადემიის მოედანზე ჩატარდება.

ვიტალი დარასელიას თასი ბოლოს 2019 წელს გათამაშდა და თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში დინამოელებმა ემპოლი 1-0 დაამარცხეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024