სპორტული გამოცემები ლელო და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის 28- ე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ თბილისური გუნდიდან ვახო ჭანტურიშვილი (4) და გიორგი ჩირგაძე (2) შეიყვანა.
სამი ფეხბურთელი გამოარჩია დინამოდან გამოცემამ- ჩვენი თამაში. სიმბოლურში მოხვდნენ: გიორგი ჩირგაძე (3), ვახო ჭანტურიშვილი (3) და ოთარ კაკაბაძე (3). ტურის ფეხბურთელად გამოცემამ გიორგი ჩირგაძე დაასახელა.