• Geo
  • Eng
22.02.2015
გამარჯვება სამტრედიაში

სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის მე- 16 ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა გასვლით შეხვედრაში სამტრედიას 1:0 მოუგო.

შეხვედრა საშუალო რიტმში დაიწყო და ორივე გუნდი მოედნის ცენტრში სათამაშო უპირატესობის მოპოვებას შეეცადა. მე- 11 წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა მანუელი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ რევაზ თევდორაძემ ითამაშა კარგად. შეხვედრის მე- 20 წუთზე დინამოელებმა ეფექტურად გაითამაშეს კონტრშეტევა. სტეფან ბუკორაცმა ერთი ერთზე გაიყვანა მანუელი და ესპანელმა ფორვარდმაც საქართველოს ჩემპიონატში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველ ტამში აღარაფერი შეცვლილა და შესვენებაზე დინამო უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევარი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და თორნიკე გორგიაშვილს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ლიბორ ჰრდლიჩკამ ითამაშა კარგად. სამტრედიამ ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა. თბილისელებმა ტაიმის შუაწელში თამაში გაათანაბრეს, ცოტახანში კი უპირატესობაც მოიპოვეს. მატჩი ხისტად გაგრძელდა და საბოლოოდ დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. თბილისელებმა მეორე წრის პირველ მატჩში 3 ქულა აიღეს.

 

სამტრედია  0:1  დინამო

გოლი: 0:1 მანუელი 20’ 

გაფრთხილება: თოთაძე 48’  ცინცაძე 55’  კაკაბაძე 85’ 

სამტრედია: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, ბეჭვაია, კვირკველია, ბოლქვაძე, დათუნაიშვილი (შარიქაძე 79), გორგიაშვილი (კერძევაძე 71), დოლიძე (ქანთარია 87), გეწაძე, კაპანაძე

დინამო: ჰრდლიჩკა, ჭანტურია, რენე, კაკაბაძე, თოთაძე, ცინცაძე, ბუკორაცი, ტაბატაძე, პარუნაშვილი (ჯიღაური 56), ჭანტურიშვილი (შერგელაშვილი 83), მანუელი (ჩირგაძე 66)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024