• Geo
  • Eng
13.01.2015
საუკეთესო გოლი

დინამო თბილისის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოევლინა 2014-2015 სეზონის პირველი წრის საუკეთესო გოლი- დასრულდა. მესამე ადგილზე გულშემატკივართა ხმების 18%- ით ლაშა შერგელაშვილის გოლი გავიდა. ლაშამ გოლი ლანჩხუთის გურიას კარში გაიტანა. ხმების 20% მიიღო მათე ცინცაძის შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ ცხინვალის სპარტაკის კარში. გულშემატკივართა რჩეული გოლი კი ხმების 44%- ით გიორგი ჩირგაძის გატანილი ბურთი გახლდათ ფოთის კოლხეთის კარში.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024