სპორტული გამოცემები ლელო და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ოთხი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის თბილისელთა უცხოელი ახალწვეულები- ლიბორ ჰრდლიჩკა, რენე ფერეირა, სტეფან ბუკორაცი და მანუელ ონვუ მოხვდნენ. ტურის მწვრთნელად ლელომ- კახა გოგიჩაიშვილი (5) დაასახელა.
იგივე ოთხეული გამოარჩია დინამოდან გამოცემამ- ჩვენი თამაში. სიმბოლურში მოხვდნენ: ლიბორ ჰრდლიჩკა, რენე ფერეირა, სტეფან ბუკორაცი და მანუელ ონვუ. ტურის ფეხბურთელად გამოცემამ დინამოს ბრაზილიელი მცველი- რენე ფერეირა დაასახელა.