საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები 25 თებერვალს იტალიაში ამხანაგურ მატჩს გამართავს, იტალიის 19 წლამდელთა ნაკრებთან. მანამდე ფეხბურთელებმა თბილისში გაიარეს შეკრება. შეკრებასა და შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გიორგი დევდარიანმა დინამოდან ოთარ კიტეიშვილს და ზურაბ ჯაფიაშვილს უხმო.