მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც სიონმა დინამო 2:1 დაამარცხა, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
კახა გოგიჩაიშვილი: დღეს რთული თამაში გამოვიდა. თავიდან გუნდები თანაბრად ასპარეზობდნენ, თუმცა ჩვენს მიერ გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობა დინამოს მხარეს გადავიდა. შემდეგ ორი მიუტევებელი შეცდომა დაცვაში და მივიღეთ ორი გოლი. მეორე ტაიმში ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, რამდენიმე მომენტიც შევქმენით, მაგრამ გატანა ვეღარ მოვახერხეთ. ძირითადის ოთხი ფეხბურთელი გვაკლდა და მნიშვნელობა ამანაც იქონია. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა ვერ ითამაშა სათანადო დონეზე.