დღეს დუბლების პირველობა დასრულდა. ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ ჩიხურას დუბლები მიიღო და ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ხუთივე გოლი თბილისელებმა შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანეს. ანგარიში 24- ე წუთზე ზარიამ გახსნა, რასაც ორიოდე წუთში ავტოგოლი მოჰყვა საჩხერელთა კარში. 30- ე წუთზე კობახიძემ ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა 3:0. გაბრიჩიძემ კი 37- ე და 43- ე წუთებზე დუბლი გაიფორმა.
ამრიგად დუბლების ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშება თამაზ სამხარაძის გუნდმა, რომელიც პრაქტიკულად დინამოს U19 შემადგენლობაა, მესამე ადგილზე დაასრულა. გუნდმა დააგროვა 53 ქულა, გაიტანა- 67 გოლი (ცხინვალთან ერთად საუკეთესო შედეგი) და საკუთარ კარში მიიღო- 33.
დინამო დუბლები 5:0 ჩიხურა დუბლები
დინამო დუბლები: ისიანი, კირკიტაძე, გადრანი, ლოჩოშვილი (კაციტაძე 55), ნემსაძე, ნ. ბაშალეიშვილი (მ. ბაშალეიშვილი 46), გაბრიჩიძე (ფირცხალავა 70), ვეკუა, კობახიძე, ჩაკვეტაძე (კობოური 46), ზარია (გოგილაშვილი 70)