ხვალ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გაიმართება. შეხვედრაში, რომელიც 19.00 საათზე დაიწყება დინამო თბილისი და სამტრედია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დღეს დინამოელებმა მატჩისწინა წვრთნა გამართეს. გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ავარჯიშა. იქვე გაიმართება ხვალინდელი გადამწყვეტი მატჩი. დინამო TV ვარჯიშის ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.