• Geo
  • Eng
25.05.2015
დინამო თასის ფინალში

ხვალ 26 მაისს დინამო თბილისი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19.00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის მეტოქე აღნიშნულ ფინალურ დაპირისპირებაში საფეხბურთო კლუბი სამტრედია იქნება.

ეს ჩვენი გუნდისთვის მეთოთხმეტე ფინალია. ადრე ჩატარებული ცამეტი გადამწყვეტი მატჩიდან დინამომ თერთმეტი მოიგო და ორში დამარცხდა. ცამეტი ფინალიდან ხუთჯერ ჩვენი მეტოქე ბათუმის დინამო გახლდათ. მათთან თამაშში დაფიქსირდა ყველაზე დიდი დასწრება. 1996 წელს ჩატარებულ შეხვედრას, 30 000 მაყურებელი დაესწრო. ყველაზე მეტი, ორ-ორი გოლი დინამოელთაგან ფინალში რევაზ არველაძემ (ერთ მატჩში), შოთა არველაძემ, გიორგი დემეტრაძემ და გელა ინალიშვილმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ 1993 წელს ჩატარებულ ფინალში, რომელშიც დინამომ ბათუმელ სეხნიებს 4:2 აჯობა, ოთხივე გოლი ძმებ არველაძეების ანგარიშზეა. ორი გოლი რევაზმა გაიტანა, თითოც შოთამ და აჩიმ. ყველაზე დიდი ანგარიშით კი დინამომ 1993 წელს წყალტუბოს სამგურალთან იმარჯვა, როცა მეტოქეს 11 უპასუხო გოლი გაუტანა. 2013 წლის 25 სექტემბერს თბილისელებმა ხობის კოლხეთი დაამარცხეს 9:0.

სულ დინამო თბილისს საქართველოს თასზე 151 მატჩი აქვს გამართული. აქედან 99 ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, 27 შეხვედრაში ყაიმი დაფიქსირდა და 25- ჯერ ჩვენი გუნდი დამარცხდა. ბურთების ბალანსია 365/100.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024