დასრულებული ფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ სამტრედიას ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა- გია გეგუჩაძემ მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
გია გეგუჩაძე: აღვნიშნავ, რომ მესამე გატანილმა გოლმა დიდი მნიშვნელობა იქონია დღევანდელ შედეგზე. მეტოქეს საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. იღბალი დღეს ჩვენს მხარეს იყო, თუმცა იღბალთან ერთად ბიჭებმაც მოინდომ და კარგად იასპარეზეს. პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ამ თასის, მოგება. თასი ისეთი ადამიანის სახელს ატარებს, რომელსაც მე და მთლიანად ფეხბურთის გულშემატკივარი უდიდეს პატივს ვცემთ. ჩვენ გუნდი დღევანდელი ფინალისთვის მოვამზადეთ, მაგრამ მინდა მადლობა ვუთხრა და დავუფასო შრომა იმ ხალხს, რომლებმაც დინამო ფინალამდე მოიყვანეს.