• Geo
  • Eng
03.02.2015
დინამო-სპარტა 1:3

დინამოელებმა შეკრებაზე მესამე სპარინგი გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე ჩეხეთის საუკეთესო გუნდი- პრაღის სპარტა გახლდათ. მატჩი მეტოქის უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3:1 დასრულდა. შეხვედრის 30- ე წუთზე ანგარიში შალამ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში დინამოს ესპანელმა ახალწვეულმა მანუელმა გათანაბრება მოახერხა. ჩეხები მალე კრეიცმა დააწინაურა. 74-ე წუთზე დოკალის უზადოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შედეგად ანგარიში 3:1 გახდა.

დღევანდელ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს ცინცაძემ, ჩირგაძემ, შერგელაშვილმა და რენე ფერეირამ, რომლებმაც დღეს მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშეს, ასევე ტრავმირებულმა გიორგი პაპუნაშვილმა. შეხვედრას ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ბატონი რომან ფიფია ესწრებოდა.

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, გველესიანი (ტაბატაძე 77), თოთაძე, ჯიღაური (კიტეიშვილი 70), პარუნაშვილი, ბუკორაცი (ჯანელიძე 46), ლობჟანიძე (გუგა 83), ჭანტურიშვილი, მანუელი (მიქელთაძე 77)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024