• Geo
  • Eng
05.02.2015
გაირკვა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები ევრო-2017 შესარჩევში

უეფას შტაბ ბინაში გამართულ კენჭისყრაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ალექსანდრე ჩივაძის კრებული ევრო შესარჩევ მატჩებს მე- 6 ჯგუფში გამართავს. ახალგაზრდა ჯვაროსნები ესპანეთს, შვედეთს, ხორვატიას, ესტონეთს და სან მარინოს შეხვდებიან. ფინალური ეტაპი 2017 წლის ივნისში პოლონეთში გაიმართება და მასში 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ მოხვდებიან ფინალურ ტურნირზე, მათ საუკეთესო 4 მეორეადგილოსანიდან პლეი ოფში გამარჯვებული ორი დაემატებათ. მასპინძელი პოლონეთი კი ავტომატურად იასპარეზებს ტურნირზე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024