• Geo
  • Eng
05.02.2015
მათე ცინცაძე - ჩვენ ბურთის ფლობაზე და შეტევაზე ვაკეთებთ აქცენტს

ტრავმების გამო შეკრებაზე დინამოელებმა ოპტიმალური შემადგენლობით ვერცერთი შეხვედრა ვერ ჩაატარეს. ბოლო ორი მატჩის გამოტოვება მოუწია ჩვენი გუნდის ნახევარმცველ- მათე ცინცაძეს, რომელიც დინამოს მოსამზადებელ შეკრებაზე გვიამბობს.

მათე ცინცაძე- უკვე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და სავარაუდოდ ხვალინდელ შეხვედრაში თამაშსაც შევძლებ. ბოლო ორ მატჩში მაყურებლის როლში ვიყავი. სპარტა ევროპული დონის გუნდია, ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე რეგულარულად გამოდის. მე- 60 წუთამდე ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ ზეწოლას ვერ გავუძელით და მაინც დავმარცხდით. უმრავლესობას არ გვაქვს გამოცდილება ასეთი თამაშების. გუშინ ერთ-ერთი რთული თამაში იყო. მეტოქე უხეშობდა. ბიჭებმა ბევრი იბრძოლეს, ვაჯობეთ და გამარჯვების მომტანი გოლის გატანაც შევძელით. ნახევარდაცვის ხაზში ბუკორაცი შეგვემატა, რომელიც საინტერესო ფეხბურთელია და განსაკუთრებით ძალისმიერ შეხვედრებში ძალიან გამოადგება გუნდს. თავიდანვე დრო გვჭირდებოდა უკეთ შესათამაშებლად. ჩვენ ბურთის ფლობაზე და შეტევაზე ვაკეთებთ აქცენტს. მეც მინდა ნიკა ჭანტურიას კაპიტნობა მივულოცო. იმაზე საუბარი, რომ საუკეთსო პირობებში ვემზადებით ვფიქრობ ზედმეტია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024