• Geo
  • Eng
04.02.2015
ოთარ კაკაბაძე - ამ შეკრებაზე გამოცდილებასაც ვიძენთ

მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება. გუნდი სეზონის განახლებისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენი რესპოდენტი დინამოელთა 19 წლის მცველი- ოთარ კაკაბაძე გახლავთ.

ოთარ კაკაბაძე- შეკრებაზე საუკეთესო მოსამზადებელ პირობებში ვართ. ვარჯიშები, გარემო, სათამაშო მოედნები- ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ნაყოფიერად მოვემზადოთ და თამაშებზე ბოლომდე დავიხარჯოთ. საინტერესო სპარინგ მატჩები ჩავატარეთ. შტურმთან მაღალ ტემპში ვითამაშეთ და ვფიქრობ  იმ შეხვედრის მოგებაც შეგვეძლო. ვორსკლასთან, რომელიც ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი გუნდია, ნამდვილად არ იყო წასაგები მატჩი. გუშინდელმა მეტოქემ კი გვაჯობა. სპარტა მაღალი დონის გუნდია და ჩვენს შემადგენლობაში უმეტესობას არც გვითამაშია ასეთი კალიბრის გუნდებთან. ამ შეკრებაზე ყველაფერთან ერთად გამოცდილებასაც ვიძენთ, რადგან ყველა გუნდი ვისაც ვუპირისპირდებით, სხვადასხვა სტილში ასპარეზობს. ბევრი ახალწვეული გვყავს და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ადაპტაციის პერიოდი მარტივად გაიარონ. ადგილობრივებთან უმეტესობასთან ერთად გვითამაშია და ფაქტიურად არც მოხვედრილან უცხო გარემოში. უცხოელებს რაც შეეხებათ, ყველა ძალიან მონდომებულია და პიროვნული დადებით მხარეებიც ეტყობათ. მალე დავმეგობრდით და მათ ყველანი გვერდში ვუდგევართ.  განსაკუთრებით მინდა გამოვყო მეკარე. ლიბორი უაღრესად პროფესიონალი და მონდომებული ფეხბურთელია, რაც ყველაფერში ეტყობა, შეცდომისგან კი არავინ ვართ დაზღვეულნი. წინა შეკრებებზეც ვიყავი გუნდთან ერთად. ახლა ვგრძნობ პროგრესს და ვთვლი, რომ ასე მომზადებული არც ვყოფილვარ. უფრო მეტად ვგრძნობ პასუხისმგებლობასაც, ენერგიასაც. დარწმუნებული ვარ დინამო გაცილებით მომზადებული და მომატებული შეხვდება მეორე წრეს. ჩვენი მიზანი ტიტულების შენარჩუნებაა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024