დღეს მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალის წილისყრა გაიმართა. დინამო თბილისის მეტოქე საფეხბურთო კლუბი ცხინვალი იქნება. პირველი მატჩი 7 აპრილს დინამო არენაზე გაიმართება, ხოლო საპასუხო დაპირისპირება 28 აპრილს მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება. ნახევარფინალის მეორე წყვილში ერთმანეთს ჩიხურა და სამტრედია შეხვდებიან.