• Geo
  • Eng
27.12.2013
დინამოს აკადემიამ ბენდელას თასი მოიგო

დღეს საბურთალოზე, ბენდელას სტადიონზე ბენდელას თასის გათამაშების  ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს დინამოს აკადემიის U-11 გუნდის პირველი და მეორე შემადგენლობა დაუპირისპირდნენ. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 1:0 აჯობეს რევაზ გვარაკიძის გუნდს. ფინალში გამარჯვების მომტანი გოლი ლექსო გოდერძიშვილმა გაიტანა.

გადამწყვეტ შეხვედრამდე U-11 პირველმა გუნდმა ბაქსვუდთან წააგო 0:1. ივერიონი დაამარცხა დიდი ანგარიშით 12:0. 4:1 აჯობა საბურთალო 2-ს. ნახევარფინალში დინამოელებმა საბურთალო 1, 1:0 დაამარცხეს.

დინამოს მეორე გუნდმა ფინალამდე 6:0 აჯობა კასპს. იმავე ანგარიშით დაამარცხა ავაზა. 0:2 დამარცხდნენ საბურთალოს პირველ გუნდთან და ნახევარფინალში 4:1 აჯობეს ბაქსვუდს.

ტურნირში დინამოელებმა ინდივიდუალური ტიტულებიც მოიხვეჭეს:

საუკეთესო მეკარე- ნიკა ლურსმანაშვილი

საუკეთესო ფეხბურთელი- ლექსო გოდერძიშვილი

საუკეთესო ათიანი და ბომბარდირი- გიორგი აბუაშვილი

საუკეთესო თავდამსხმელი- დავით ზურაბიანი

საუკეთესო ტექნიკური ფეხბურთელი- დავით ბეგაშვილი

 

გთავაზობთ დინამოელთა შემადგენლობებს გადამწყვეტ შეხვედრაში:

დინამო U-11პირველი გუნდი: ლურსმანაშვილი, ბზეკალავა, მაისურაძე, ხარაზიშვილი, აზაროვი, გოდერძიშვილი, აბუაშვილი, გვასალია, ზურებიანი,

შეცვლაზე შევიდნენ: ხორავა, ერაძე, ხვედელიძე და ბექური.

დინამო U-11მეორე გუნდი: ბარავი, ბაჩალიაშვილი, მჭედლიშვილი, ჩინჩალაძე, ღუდუშაური, სიჭინავა, ბეგაშვილი, ჯებაშვილი, კოპაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ამირხანაშვილი, თევზაძე, ივანიაძე, შიუკაშვილი, მორჩილაძე და მარტყოფლიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024