• Geo
  • Eng
05.04.2023
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

დინამო თბილისი მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი სპორტული ჟურნალისტისა და კალათბურთის მწვრთნელის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო.

​ჯამლეტ ხუხაშვილი ჩვენი კლუბის დიდი ქომაგი გახლდათ და აქტიურად იყო ჩართული დინამოელთა ცხოვრებაში.

დინამოს სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024