• Geo
  • Eng
02.04.2023
გამარჯვება ბოლო წუთზე

დღეს დინამოელებმა, სანაკრებო პაუზის შემდეგ მორიგი მატჩი გამართეს. მეექვსე ტურის დაპირისპირება ქობულეთის შუქურასა და დინამოს შორის ბათუმში, ანგისას სტადიონზე გაიმართა.

 

მატჩი სტუმართათვის არასახარბიელოდ დაიწყო. მე-2 წუთზე დინამოელთა შეცდომით გია აფხაზავამ ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა. დედაქალაქელებმა მალევე მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს. მიზანთან ახლოს გიორგი ხარაიშვილი და უსმანე კამარა აღმოჩნდნენ, თუმცა საბოლოო დარტმები ორივეს გაუცუდდა. თბილისელთა შეტევებმა საბოლოო შედეგი ნახევარ საათში გამოიღო - ჩამოწოდებლი კუთხურის შემდეგ, ბურთს ჯერ ოსეი ბარნსმა შეუცვალა მიმართულება, მაღალ ნახტომში კი ზუსტი თავურით დავით კობოური გამოირჩა 1-1. ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარში დინამომ იმავე რიტმში გააგრძელა ასპარეზობა. მატჩის 62-ე წუთზე დედაქალაქელთა რიგებში ლუკა ლაკვეხელიანის დებიუტი შედგა, რომელმაც დავით კობოური შეცვალა. მატჩის ბოლო წუთზე კი დინამოელთა შეტევა შედეგიანად დაგვირგვინდა. გაბრიელ სიგუას მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებული ბურთი ბოლო წამს ზორან მარუშიჩმა, რომელმაც შორეული კუთხე ჩაკეტა - გადაგზავნა შუქურას კარში და დინამო ბათუმიდან 3 ქულით ბრუნდება.

 

მომდევნო მატჩს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 8 აპრილს გორში გამართავს. ქართული დერბი 20.00 საათზეა ჩანიშნული

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024