• Geo
  • Eng
02.05.2015
დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

დღეს დინამო არენაზე ქართული დერბი გაიმართა. საქართველოს პირველობის 26- ე ტურში დინამო თბილისმა ტორპედო ქუთაისს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ტრადიციული დაპირისპირება თვალსასეიროდ, დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. მე- 10 წუთზე სტუმრებმა კუთხური გაითამაშეს და გურამ ადამაძემ თავით გახსნა ანგარიში. გაშვებული გოლის შემდეგ დედაქალაქელებმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შექმნეს ბექა შეყრილაძის კართან. დინამოელებმა რამდენჯერმე უშედეგოდ მოაწოდეს კუთხური. მე- 40 წუთზე ტორპედოს კარში დანიშნული ჯარიმა ზუსტად შეასრულა ლაშა თოთაძემ და სტატუს ქვო აღადგინა 1:1. ლაშამ დაახლოებით 30 მეტრიდან ზუსტად და ძლიერად დაარტყა ქუთაისელთა კარში. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ბუდუ ზივზივაძე გავიდა პირისპირ ნიკა დაუშვილთან, მაგრამ დინამოს მეკარემ ითამაშა კარგად და განმუხტა სიტუაცია. მეორე ტაიმის დებიუტში დინამოელებმა კიდევ ერთხელ აიღეს სტუმართა კარი. მანუელის პასით ბექა შეყრილაძესთან პირისპირ გიორგი პაპუნაშვილი გავიდა და მასპინძლები დააწინაურა 2:1. ხუთიოდე წუთში ოთარ კიტეიშვილის დარტყმული გარედან მოხვდა ტორპედოს კარის ბადეს. ტაიმის შუაწელში თამაში გათანაბრდა, თუმცა რეალურ მომენტამდე საქმე არ მისულა. 76- ე წუთზე ვახტანგ კვარაცხელიამ ითამაშა დასწრებაზე ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა 2:2. 83- ე და 84- ე წუტებზე დათო კირკიტაძემ და ვახო ჭანტურიშვილმა გაცვალეს სახიფათო დარტყმები. 86- ე წუთზე ლაშა შერგელაშვილი გაიჭრა მარცხენა ფლანგზე, ჩააწოდა საჯარიმოში და შეცვლაზე შემოსულმა ჯაბა ჯიღაურმა ისევ დინამოელები გაიყვანა წინ და ამით საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 3:2.

დინამო  3:2  ტორპედო

გოლი: 0:1 ადამაძე 10’  1:1 თოთაძე 30’  2:1 პაპუნაშვილი 50’  2:2 კვარაცხელია 76’  3:2 ჯიღაური 86’ 

გაფრთხილება: ტუღუში 13’  მანუელი 29’  კლიმიაშვილი 56’ 

დინამო: დაუშვილი, ტაბატაძე, თოთაძე, ფერეირა, შერგელაშვილი, ცინცაძე, ლობჟანიძე (ჯიღაური 69), პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ჩირგაძე 80), ჭანტურიშვილი, მანუელი (ბუკორაცი 75)

ტორპედო: შეყრილაძე, იოსელიანი, ზივზივაძე, მამასახლისი, ტუღუში (ბაბუნაშვილი 73), ჭელიძე, ქიმაძე, კირკიტაძე, კლიმიაშვილი (კვარაცხელია 61), მირცხულავა (პუხაევი 56), ადამაძე

მსაჯი: ლ. კვარაცხელია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024