ოთხშაბათს 18 მარტს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის მეოცე ტურის შეხვედრაში რუსთავის მეტალურგს უმასპინძლებს. პირველობის მატჩი დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება.
18 მარტს თავის ისტორიაში დინამო თბილისს 7 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 2 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 6/3.
1989 წელს თბილისელებმა მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლეს და ფრედ 1:1 დაასრულეს შეხვედრა. გოლი ბახვა თედეევის ანგარიშზეა.
1996 წელს სამტრედიამ მიიღო ჩვენი გუნდი და უგოლოდ დასცილდა. 1998 წელს მტკვრისპირელებმა გორში ადგილობრივი დილა დაამარცხეს ანგარიშით 2:1. გოლები აშვეთიამ და გოგობერიშვილმა გაიტანეს. ორი წლის შემდეგ ბათუმთან მატჩი დასრულდა გატანილი გოლების გარეშე. 2001 წელს ზირაქიშვილის, მიკუჩაძის და მაზიაშვილის გოლებით დინამო თბილისმა 3:0 დაამარცხა სამტრედიის იბერია. 2004 წელს თბილისური დერბი ლოკომოტივთან ფრედ 0:0 მორჩა.
1981 წლის 18 მარტს თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში დინამომ ვესტ ჰემ იუნაიტედს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. თუმცა მანამდე 2 კვირით ადრე თბილისელებმა აფტონ პარკზე 4:1 აჯობეს მეტოქეს და საპასუხო მატჩის შემდეგ, ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს.