• Geo
  • Eng
14.03.2015
დინამომ ქობულეთში გაიმარჯვა

დღეს ქობულეთში ჩელე არენაზე, საქართველოს ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა შუქურამ დინამო თბილისს უმასპინძლა. დაძაბული მატჩი კახა გოგიჩაიშვილის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

დაპირისპირების პირველი ტაიმი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. მე- 18 წუთზე დინამოელებმა ეფექტური შეტევა განახორციელეს. საბა ლობჟანიძე მიუახლოვდა მასპინძელთა კარს და პასით ოთარ კიტეიშვილი მოძებნა, რომლის დარტყმილიც მეკარემ მოიგერია, თუმცა ბურთი გიორგი ჯანელიძემ მიიღო, გადააწოდა ლაშა პარუნაშვილს და მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა 0:1. შემდეგში აღმოჩნდა, რომ  პარუნაშვილმა მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა. 53- ე წუთზე მანუელი გავიდა ერთი ერთზე, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. ტაიმის შუაში შუქურას ფეხბურთელის დარტყმა კარის ხაზიდან გიორგი გველესიანმა გამოიტანა. ცოტახანში პაულუ ვიქტორმა დაარტყა სახიფათოდ სტუმართა კარისკენ. მისი დარტყმული ძელმა მოიგერია. ბოლო წუთები მასპინძლებმა აქტიურად ჩაატარეს, მაგრამ კარგად ითამაშა დინამოს დაცვამ და საბოლოოდ დედაქალაქელებმა მორიგი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.

შუქურა  0:1  დინამო

გოლი: 0:1 პარუნაშვილი 18’ 

გაფრთხილება: თოთაძე 34’  ჩელებაძე 69’  ჩირგაძე 85’ 

შუქურა: ჯიოევი, ჩალაძე, გურული, მჟავანაძე (მეტრეველი 86), ტვილდიანი, პუკანიჩი, კუხიანიძე, ლუიზინიუ (ტუღუში 64), ფელიპე (თუხარელი 51), ჩელებაძე, პაულუ ვიქტორი

დინამო: ჰრდლიჩკა, გველესიანი, რენე, კაკაბაძე, თოთაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯანელიძე, ლობჟანიძე (შერგელაშვილი 82), კიტეიშვილი (ჯიღაური 65), მანუელი (ჩირგაძე 61)

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024