• Geo
  • Eng
09.02.2015
კახა გოგიჩაიშვილი შეკრებას აფასებს

შეკრება დასრულდა. დინამოელებმა თურქეთში ორი კვირა დაჰყვეს. ორჯერად ვარჯიშებთან, თეორიულ მეცადინეობებთან ერთად გუნდმა ექვსი სპარინგიც გამართა. დინამოელები ერთ კვირაში უკვე 2015 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრასაც გამართავენ. მოსამზადებელი შეკრების შეფასება ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს- კახა გოგიჩაიშვილს ვთხოვეთ.

კახა გოგიჩაიშვილი- შეკრებაზე ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. სავარჯიშო მოედნები, აღდგენითი საშუალებები, სასტუმრო, კვება. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და დიდი ყურადღება შეთამაშებას დაეთმო. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე, ტაქტიკური მონახაზის დახვეწა-დამუშავებაზე. თამაშები ორჯერადი ვარჯიშების ფონზე ჩავატარეთ. კარგი სპარინგები გვქონდა, განსაკუთრებით სპარტასთან და შტურმთან. სპარტა ამ ეტაპზე ჩვენზე ძლიერი გუნდია კლასით და გამოცდილებით. დანარჩენ გუნდებს ჩვენ არ ჩამოვრჩებით. ბოლო შეხვედრები ჩვენი უპირატესობით წარიმართა. სამწუხაროდ ტრავმის გამო ვერ ითამაშეს პაპუნაშვილმა, ჩირგაძემ და შერგელაშვილმა, ისინი ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. ყველა სხვა ფეხბურთელს ჰქონდა თამაშის საშუალება. ახალწვეულებიც ძალიან მონდომებულები იყვნენ. მომზადების ამ ეტაპზე ზოგიერთმა მათგანმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ზოგიერთისგან კი უფრო მეტს ველოდით. ვიმედოვნებ, რომ ისინი დინამოს გამოადგებიან. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ  გუნდმა ეს შეკრება კარგად ჩაატარა. ყველა ძალიან მონდომებით და ნაყოფიერად ემზადებოდა და მე კმაყოფილი ვარ მათ მიერ გაწეული სამუშაოთი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024