• Geo
  • Eng
09.02.2015
ფრე ბოლო სპარინგში

დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე ბოლო, მეექვსე შეხვედრა გამართეს. ჩვენი მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის გუნდი– მარიუპოლის ილიჩევეცი გახლდათ. დინამოელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. გოლის გატანის  შესაძლებლობა ჩვენს გუნდს ორივე ტაიმში მიეცა. პირველ ნახევარში სახიფათოდ ურტყამდნენ თოთაძე და ჭანტურიშვილი, პირველი შანსი კი მანუელს მიეცა. მეორე ტაიმში უფრო ხელსაყრელი მომენტები ჰქონდათ გუგას და ჭანტურიშვილს, ხიფათი მოჰყვა მიქელთაძის დარტყმასაც. ჩვენმა გუნდმა შეკრება დაასრულა და საღამოს სამშობლოში გამოემგზავრება.

დინამო 0:0 ილიჩევეცი

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (გველესიანი 86), რენე, ჭანტურია, თოთაძე (ტაბატაძე 46), ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (გუგა 74), ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), მანუელი (უგულავა 60)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024